Saturday, November 6, 2010

დენის წყაროები და მათი გამოყენების სფეროები.


1)      პროექტის სახელი:დენის წყაროები და მათი გამოყენების სფეროები.

2)  როექტის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ დენის წყაროების კლასიფიცირება მათი გამოყენების სფეროების მიხედვით და შეაფასონ მათი მნიშვნელობა.
3 ) პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ დავალებას:
I  ჯგუფს: მოიძიონ ინფორმაცია დენის წყაროების შექმნისა და განვითარების შესახებ
და გამოიკვლიონ დენის წყაროების  გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.
II  ჯგუფს: მოახდინონ დენის წყაროების კლასიფიცირება გამოყენების სფეროების მიხედვით.
მოიძიონ სურათები ინტერნეტსა და სამეცნიერო ლიტერატურაში .მიღებული ინფორმაცია
წარმოადგინონ დიაგრამების სახით და განსაზღვრონ რომელ სფეროში გამოიყენება ყველაზე ხშირად.
III  ჯგუფს––გამოიკვლიონ დენის წყაროში რომელი ენერგიების გარდაქმნა ხდება ელექტრულ ენერგიებად და რომელი სიდიდეები ახასიათებს დენის წყაროს .მონაცემები წარმოადგინოს ცხრილების ან დიაგრამების საშუალებით და განსაზღვროს პროცენტულად რომელ ენერგიაზე მომუშავე დენის წყაროს აქვს მეტი გამოყენება საქართველოში.აგრეთვე მოიძიოს უსაფრთხოების წესები რომელთა დაცვა აუცილებელია დენის წყაროს მოხმარებისას.
მასალების მოგროვების შემდეგ თითოეული ჯგუფი მოახდენს მასალის პრეზენტაციას ,შევაფასებთ შედეგებს და დავგეგმავთ სასწავლო  ექსკურსიას ჟინვალის ჰიდროელექ–
ტროსადგურში, რათა პრაქტიკულად ვნახოთ როგორ მუშაობს მოცემული დენის წყარო.
4)  მონაწილეთა ასაკი:14–15 წლის მოსწავლეები.
5)  პროექტის ხანგრძლივობა:2–3 კვირა.
6)  მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს განუვითარდებათ დენის წყაროების შესახებ მიღებული ცოდნისა და უსაფრთხოების წესების  რეალურ ცხოვრებაში გამოყენების
უნარ –ჩვევა.
7) სარგებელი სხვებისათვის:მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ თავის თანატოლებსაც
და ისინიც შეძლებენ დენის წყაროების მიზნობრივად და უსაფრთხოდ გამოყენებას.
8) სამუშაო ენა:ქართული.
9) მონაწილეები სხვა სკოლიდან:არ გვყავს.
10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:ისტ.მათემატიკა.
11) პროექტის ფასილიტატორი:ხალიანა ცალუღელაშვილი.
12) ფასილიტატორის ელ –ფოსტა: calugelashvili@gmail.com